06:30 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-26 13:21:55, 1715 ნახვა

საზოგადოება
27-28 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან

27-28 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქ თბილისში +7 გრადუსი სითბო იქნება, დღე უნალექოდ ჩაივლის, 27 მარტს  ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, თუმცა შესაძლებელია მცირე წვიმა.28 მარტს  ხანმოკლე წვიმას ელოდებიან, ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება.29 მარტს გამოიდარებს და ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 26 მარტს +19 გრადუსი იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 27 მარტს +21 გრადუსი სითბო იქნება, თუმცა ზოგგან ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ, 28 მარტს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება. 29 მარტს კი გამოიდარებს.

აღმოსავლეთ საქართველოს  მთიან რაიონებში დღეს +15 გრადუსი იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 27-28 მარტს ხანმოკლე  წვიმას პროგნოზირებენ, 29 მარტს კი +12 გრდუსი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში 26 მარტს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და +15 გრადუსი იქნება, 27-28 მარტს ხანმოკლე წვიმა იქნება, 29 მარტს კი უმეტესად უნალექო ამინდსა და +12 გრადუს სითბოს ვარაუდობენ.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ბარში 26 მარტს ზოოგან წვიმას ელიან და +19 გრადუსი იქნება, 27-28 მარტს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ხოლო 29 მარტს გამოიდარებს და ტემპერატურა +16 გრდუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში დღეს +17 გრადუსი იქნება და ზოგგან იწვიმებს. 27-28 მარტს უმეტეს რაიონებში წვიმას პროგნოზირებენ, ხოლო 29 მარტს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics