04:46 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 15:23:27, 1343 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე სენატორ იანგს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში სენატორ ტოდ იანგთან (Tod Young) შეხვედრა გამართა.

 საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები  მიმოიხილეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სენატორმა იანგმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი მის ურყევ მხარდაჭერას და გამოხატა მადლიერება, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს მიერ გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

 მინისტრმა აღნიშნა აშშ-ს წარმომადგენლობით პალატასთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ აშშ-ს მხრიდან არსებული ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარემოს თვალსაზრისით რეგიონში მიმდინარე განვითარებებს, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის ბოლო დროინდელ ქმედებებს.

 სენატორმა ქართულ მხარეს აღუთქვა მისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ის საიმედო მოკავშირის როლი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics