04:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 13:56:38, 1234 ნახვა

საზოგადოება
მიტროპოლიტი იოანე - სინოდის წევრები მამალაძის საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან

სინოდის წევრები დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს სინოდის წევრმა, გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ განაცხადა. 

მღვდელმთავარის თქმით, ის მზად არის გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს. 

„ვფირქობ, რომ სინოდის სხვა წევრებიც ჩემს პოზიციას იზიარებენ“, - განაცხადა რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.  

როგორც იოანე გამრეკელმა აღნიშნა, უნდა დაიკითხონ ადამიანები, რომლებიც გიორგი მამალაძის საქმიანობას იცნობენ.

ცნობისთვის, საპატრიარქოს უნივერსიტეტში ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლითავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს.  

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics