2017-03-21 09:41:49, 1318 ნახვა
საზოგადოება
ძლიერი ქარის გამო, Turkish Airlines-ის რეისი არ შესრულდა
ძლიერი ქარის გამო, Turkish Airlines-ის რეისი, რომელიც ფრენას სტამბოლიდან თბილისში ახორციელებდა არ შედგა.
როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, თვითმფრინავი თურქეთიდან გამთენიისას, 05:00 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.
მათივე ინფორმაციით, სხვა რეისების ფრენის განრიგი არ შეცვლილა.
ცნობისთვის, თბილისში ქარის სიმძლავრემ გუშინ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. შესაბამისი მაჩვენებელი, ხანმოკლე დაქროლვის სახით, სწორედ აეროპორტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ამასთან, სინოპტიკოსების განცხადებით, პიკი გადავლილია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან