03:12 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 15:18:29, 1209 ნახვა

საზოგადოება
გორში ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ახალი ბინები გადაეცათ

გორში ნგრევად შენობებში მცხოვრებმა  29 დევნილმა ოჯახმა  ახალი ბინები მიიღო. 

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ  დევნილ ოჯახებს  ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა  მიულოცეს.

მათივე ცნობით, ბინების გადაცემის ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი  იოსებ მაკრახიძე და გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დაესწრნენ. 

მინისტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა   კორპუსის ეზოში ხეები დარგეს და  დევნილ ოჯახებს ბზის ნერგები გადასცეს.

ხუთსართულიან  კორპუსში არსებული  ბინები,  გორში,  ე. წ. ტურბაზის ჩასახლებაში,  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად  ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს,  კრიტერიუმების გარეშე გადაეცათ.

 29 ოჯახი წლების განმავლობაში ხის კოტეჯებში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. 

კორპუსი დევნილთა სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან გადმოეცა. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 565 358  ლარი შეადგინა. მშენებლობაზე დასაქმებულთა 70%-ს დევნილები შეადგენდნენ.

ამ ეტაპზე, გორში  8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც  2017 წელს დასრულდება და ახალ ბინას  კიდევ 480 დევნილი ოჯახი  მიიღებს. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics