|
2017-03-20 13:57:11, 1175 ნახვა
საზოგადოება
ფრანგი სპეციალისტები საქართველოში მესაქონლეობის დარგით დაინტერესდნენ
საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტის „კერძო სექტორის გაუმჯობესება“ ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის მეცხოველეობის ინსტიტუტის წარმომადგენლები იმყოფებიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგ სპეციალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გენეტიკური, რეპროდუქციული და ხელოვნური განაყოფიერების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს მესაქონლეობაში არსებულ მდგომარეობას, ასევე სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს. ფრანგულმა მხარემ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქართული ჯიშების გაუმჯობესების საკითხებში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთს ჯიშთა გაუმჯობესების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტი „კერძო სექტორის გაუმჯობესება“ სამ ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან შეხვედრებს გულისხმობს მეორე, რომელიც აპრილში განხორციელდება, ადგილობრივი ფერმერების ბაზების დათვალიერებას, ტექნიკისა და ტექნოლოგიების გაცნობას, ხოლო მესამე ეტაპი, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი, საფრანგეთის მეცხოველეობის ინტიტუტის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ბაზრის შესწავლსა და ეკონომიკური ანალიზის მოამზადებას ითვალისწინებს. (NS)
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)