2017-03-20 11:48:34, 1290 ნახვა
საზოგადოება
მერიასთან „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ
თბილისის მერიასთან, „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ თბილისის მერი დავით ნარმანიამ სატელევიზიო ეთერის მეშვეობით სიტყვიერი ნებართვა მისცა, თუმცა პოლიცია მათ კარვების გაშლის საშუალებას მაინც არ აძლევს.
დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე, მეორე ნაწილი კი კანცელარიის წინ შიმშილობს.
მათი მთავარი მოთხოვნა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და ფულადი კომპენსაციების მიღებაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან