2017-03-15 17:22:06, 1658 ნახვა
საზოგადოება
მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა შეწყდა - ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი
აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელის მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა შეწყდა.
არსებული ინფორმაციით, ღოღობერიძე დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა და ის შენობიდან ავტომობილით გამოიყვანეს.
ღოღობერიძე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მერაბ ღოღობერიძის მეუღლის, მალვინა ლომიძის, ცნობით, ღოღობერიძეს მაღალი ტემპერატურა აქვს და ამ დროისთვის მისი დაკითხვა შეჩერებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან