გამოაქვეყნა. 

" />
00:54 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 14:53:40, 1495 ნახვა

საზოგადოება
ევროსაბჭოს ანგარიში: 2015-2016 წლებში საქართველოში პატიმართა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა

ევროკავშირის საბჭოს ანგარიშის თანახმად, 2014-2015 წლებში საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა მოთავსების მაჩვენებელი გაიზარდა. ანგარიში ევროკავშირის საბჭომ დღეს გამოაქვეყნა

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ევროპის მასშტაბით, პატიმრების რაოდენობა 6.8%-ით არის შემცირებული, თუმცა 15-მდე ქვეყანაში პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანთა რიცხვი კვლავ საკმაოდ მაღალია. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა საქართველოა. 

ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს, ევროპის მასშტაბით, 1 მილიონ 404 ათას 398 ადამიანს შეეფარდა პატიმრობა, რაც 102 ათას 880-ით ნაკლებია 2014 წელთან შედარებით. 

საკვლევი დროის პერიოდში, ციხეებში მოთავსების ინდექსი შემცირდა შემდეგ ქვეყნებში: საბერძნეთი (-18.8%), ხორვატია (-10.2%), დანია (-11.9%), ჩრდილოეთ ირლანდია (-9.7%), ჰოლანდია (-9.5%), ლიტვა (-8.8%), რუმინეთი (-8.6%) და სლოვენია (-8.2%).

ამასთან, ქვეყნების სია, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების რაოდენობა გაზრდილია, შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო (+20.5%), მაკედონია (+12%), თურქეთი (+11.6%), ჩეხეთი (+11.4%) და ალბანეთი (+10.3%).

თავისუფლების აღკვეთის ყველაზე მაღალი ინდექსი დაფიქსირდა - რუსეთში  (439.2 პატიმარი), ლიტვაში (277.7), საქართველოში (274.6), აზერბაიჯანში (249.3), ლატვიაში (223.4), თურქეთსა (220.4) და მოლდოვაში (219.9). 

რაც შეეხება მსჯავრდებული ადამიანების ციხეში მოხვედრის მიზეზებს, ანგარიშის მიხედვით, ევროპის მასშტაბით, ყოველი მეხუთე პატიმარი სასჯელს ნარკოტიკული საშუალებების გამო იხდის. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი საქართველოში, რუსეთში, აზერბაიჯანში, მონტენეგროში, კვიპროსსა და ლუქსემბურგში 25%-ს აღწევს. 

სტატისტიკის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების გამო სასჯელის მოხდის შემდეგ, მეორე ადგილი ქურდობას (16.2%), მესამე კი მკვლელობასა (13.2%) და ძარცვას (12.6%) უჭირავს. 

პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების მიზეზი პირველ რიგში ბუნებრივი სიკვდილი სახელდება, მეორე ადგილს კი თვითმკვლელობა იკავებს (25%). 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics