|
2017-03-12 13:22:16, 1324 ნახვა
საზოგადოება
თბილისში საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები დაიწყო
თბილისში საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები დაიწყო. საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, დღეს, გამწვანების აქცია დიდ დიღომში მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიიღო. "აქტიურად დავიწყეთ საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები, დღეს პირველი ღონისძიებაა. ყოველდღიურად ქალაქის სხვადასხვა უბნებში დაირგვება ნარგავები, რათა ამ სეზონზე მაქსიმალურად ბევრი ხე დავრგოთ, მოვუაროთ და გავაუმჯობესოთ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა", - განაცხადა დავით ნარმანიამ. დღევანდელ ღონისძიებაში თბილისის მერთან ერთად თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი წერეთელი და თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა მონაწილეობდნენ. საგაზაფხულო რგვების მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და სეზონის განმავლობაში ხეები ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიც დაირგვება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)