2017-03-09 13:39:00, 1344 ნახვა
საზოგადოება
სემეკი - გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი, უცნობია
სემეკ-მა "ყაზტრანსგაზ თბილისის" და "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის" ტარიფების დადგენის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე იმსჯელა.
როგორც სხდომაზე გადაწყდა, მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად 6 აპრილია განსაზღვრული, ხოლო აქტის გამოცემის - 24-28 ივლისი.
ცნობისთვის, მარეგულირებელ კომისიაში "სოკარ ჯორჯია გაზის" და "საქორგაზისთვის" ტარიფების დადგენის მიზნით საჯარო წარმოებები მიმდინარეობს.
ამასთან, გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფი, ჯერ უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან