2017-03-08 21:33:37, 1526 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის სანომრე ნიშნით მოძრავი „ტრაილერი“ ჯერ სამარშუტო ტაქსს, შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის სანომრე ნიშნით მოძრავი „ტრაილერი“ მოსახვევში ჯერ სამარშუტო ტაქსს, ხოლო შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამარშუტო ტაქსის მძღოლი, შუახნის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულ პოლიციელები კი საავადმყოფოში არიან მოთავსებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სავარაუდოდ, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან