21:03 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-08 16:33:49, 1532 ნახვა

საზოგადოება
ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოცხადდება

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოცხადდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

"სტრასბურგის სასამართლოში ი. მერაბიშვილის საქმის ხელახალი განხილვა დღეს დაიწყო. ეს საქმე დიდ პალატას განსახილველად მთავრობის მიერ პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად გადაეცა. ამიტომაც ის განიხილება მხარეების უშუალო მონაწილეობით ზეპირი სხდომის ფარგლებში, რომელიც თბისლისის დროით 12 საათზე დაიწყო.

ამ დროისათვის დასრულებულია მხარეების გამოსვლა დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე (30-30 წუთი) და ასევე მხარეების დამაზუსტებელი გამოსვლა (10-10 წუთი). სხდომა დაიხურა. გადაწყვეტილება მოგვიანებით გამოცხადდება", - ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს მთავრობის სარჩელს განიხილავს. იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარი პალატის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მაშინ მერაბიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევა დადგინდა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მერაბიშვილის პატიმრობა კანონიერი იყო, მაგრამ კითხვის ნიშანი მისი საკნიდან სავარაუდო გაყვანის (2013 წლის 14 დეკემბერი) საქმეზე გაჩნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics