20:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 15:51:18, 1263 ნახვა

საზოგადოება
სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მენეჯმენტის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

კერძოდ კი, გადაწყვეტილება სტრუქტურულ ცვლილებებსა და სამოქმედო გეგმას მოიცავს

სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სულხან სალაძის პრეზენტაციას კამათი მოჰყვა. ბორდის წევრი ცდილობდა გაერკვია, დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით რამდენი ადამიანის ოპტიმიზაცია უნდა მომხდარიყო, რაზეც პასუხი ვერ მიიღო.

სალაძის ინფორმაციით, ცვლილებები დაახლოებით 550 ადამიანს შეეხება, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლებაც.

მის ამ პოზიციას მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს ცალკეული წევრების მხრიდან კამათი მოჰყვა. ისინი სალაძეს ციფრებით მანიპულირებაში ადანაშაულებდნენ. 

ცნობისთვის, გეგმის თანახმად, 2017 წლის 17 ივლისამდე არხზე ყველა გადაცემა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. მანამდე კი მენეჯმენტი არხის პროგრამული პოლიტიკის განსაზღვრას გეგმავს. კონკურსის გზით შეირჩევა კონკრეტული გადაცემები. 30 მაისამდე არხმა კონკურსის პირობები და ჯგუფის შემადგენლობა უნდა მოამზადოს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გეგმის მიხედვით, "რეალური სივრცე", "წითელი ზონა" და კიდევ ათობით გადაცემა, რომელიც წითელ ველში მოხვდა, სავარაუდოდ, დაიხურება, მწვანე და ყვითელ ზონაში მითითებული გადაცემები კი დარჩება. 

აღნიშნული დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია და შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics