13:36 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 16:09:12, 1228 ნახვა

საზოგადოება
„თავისუფალი ზონის“ წევრებმა აქცია პერფორმანსის სახით რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის წევრებმა“ რუსთაველის მეტროს წინ აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.

როგორც ისინი ამბობენ, ამ სახით მათ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს.

„თავისუფალი ზონის“ დამფუძნებლის კობა ხაბაზის თქმით, სურთ, მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ რუსეთი ოკუპანტია. ამასთან, ისინი აფრთხილებენ  ადამიანებს, რომლებიც საქართველოში კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას ქადაგებენ:

„აქცია-პერფომანსია, რომელიც ასახავს, თუ რას აკეთებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში. ბანერზე გამოტანილია- „რუსეთი კლავს“. ეს დიდი ხნის წინ დაწყებულია. ეს არის შეხსენება ყველა ადამიანისათვის, რომ რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე, რომ რუსეთი არის მტერი, ოკუპანტი. ეს არის შეხსენება  და გაფრთხილება ყველა იმ ადამიანის, რომელიც კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას ქადაგებს საქართველოში. ქართველებმა ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ რუსეთი კავკასიონს მიღმა ჩავკეტოთ და მისი ფეხი აღარ იყოს აქეთა მხარეს საქართველოში“,-განუცხადა კობა ხაბაზმა „ექსპრესნიუსს“.

ამასთან, „თავისუფალი ზონის“ თავმჯდომარის ნიკა ჭურაძის თქმით, რუსეთს საქართველოსთვის კარგი არასოდეს გაუკეთებია და მოსახლეობამ ეს უნდა გაიაზროს:

„გვინდა, მოსახლეობას ვანახოთ კიდევ ერთხელ, რომ რუსეთი  ოკუპანტი და მკვლელია. მას კარგი არაფერი გაუკეთებია ჩვენთვის, გარდა სიკვდილისა“,-აღნიშნა ნიკა ჭურაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics