13:36 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 15:51:23, 1340 ნახვა

საზოგადოება
იზორია: კონგოში, საქართველოს მოქალაქის დასაცავად ყველაფერს ვაკეთებთ

 „კონგოში, საქართველოს მოქალაქის დასაცავად ყველაფერს ვაკეთებთ“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კონგოს რესპუბლიკაში ამბოხებულების მიერ საქართველოს მოქალაქის ტყვედ აყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოს მთავრობას ეკონტაქტება და შესაბამისად,  ინფორმაციის დეტალურად დამუშავება მიმდინარეობს.

„სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ამბოხებულებთან და შესაბამისად, ეს გარკვეულ სპეციფაკასთან არის დაკავშირებული. თუმცა მთავრობა არ იშურებს ძალღონეს,რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები დაცული იყოს,"-აღნიშნა იზორიამ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა კონგოში ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია, რომლის შედეგადაც მეამბოხეებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დაატყვევეს. ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად, საქართველოს მეორე მოქალაქე დაიჭრა, თუმცა დაჭრილი პიროვნება აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაშია გადაყვანილი, სადაც მას მკურნალობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კონგოს სამხედრო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს, რომლიდან ერთ-ერთსაც საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა. მეამბოხეებს ტყვედ სწორედ ის ჰყავთ აყვანილი და მის გამოსასყიდ თანხად მილიონ დოლარს ითხოვენ. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics