13:36 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 14:04:32, 1143 ნახვა

საზოგადოება
საბერძნეთის დელეგაციამ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი დაათვალიერა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს საბერძნეთის ადმინისტრაციული რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის მინისტრი ოლგა იეროვასილი და ამავე სამინისტროს კაბინეტის უფროსი იოანა პაპამიჰაილი სტუმრობდნენ.

საგამოფენო პავილიონში სტუმრებმა დაათვალიერეს ეროვნულ არქივში დაცული, ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველი მასალა, მათ შორის, ისტორიული დოკუმენტები; ქართულად თარგმნილი ბერძნული სამართალი, რომელიც ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნშია შესული; დოკუმენტები საქართველოში ბერძნების ცხოვრების შესახებ; ორმხრივი ვიზიტების ამსახველი ფოტო და კინოდოკუმენტები.

საბერძნეთის დელეგაცია საქართველოში იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციისა და მუშაობის სპეციფიკის გასაცნობად ჩამოვიდა. ვიზიტი გასულ წელს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე დაიგეგმა.

დელეგაციას ახლდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში საბერძნეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლაოს პიპერიგოსი და საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.

ცნობისთვის, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით აშენდა და 2016 წლის 19 ივლისს გაიხსნა. პავილიონის ფუნქციაა, საზოგადოებას ფართომასშტაბიანი გამოფენებისა და ღონისძიებების მეშვეობით წარუდგინოს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი და მდიდარი მასალა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics