13:28 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 12:49:48, 1242 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ღვინის ახალი მაღაზია გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანიის „ღვინის სამშობლო" მაღაზიის გახსნას დაესწრო. 

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კომპანია მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ორიენტირებულია  ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მომხმარებლისთვის  სწორად მიწოდებაზე. 

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაღაზიის გახსნის ღონისძიებაზე აღინიშნა,  თბილისის ისტორიულ უბანში ასეთი ობიექტის არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისთვის  ქართული ღვინის კულტურის გაცნობის, ასევე  ზოგადად, ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლების კუთხით. 

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ მაღაზიის ვიზიტორებს ღვინის სპეციალისტები და პროფესიონალი სომელიეები მოემსახურებიან. 

ამასთან, კომპანიის “ღვინის სამშობლო“ დამფუძნებელის, აკაკი ზერეკიძის თქმით,   კომპანია გორის მუნიციპალიტეტში ახლად გაშენებულ ვენახებს ფლობს. 

პირველ მოსავალს კომპანია მომავალ წელს ელოდება.  მომავალ წელსვე იგეგმება ღვინის წარმოების დაწყებაც.  პროდუქციის რეალიზაციას „ღვინის სამშობლო“ აღნიშნული მაღაზიის გარდა, ადგილობრივ ბაზარზე   და  საზღვარგარეთ გეგმავს.  

ახალი მარაზიის გახსნას ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი დავითი ესწრებოდა.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics