11:40 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 17:43:25, 1086 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის ღონისძიებას დაესწრო

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე გლობალ ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამების - „ზიანის შემცირება მუშაობს-დააფინანსე“ და „პარტნიორობა თანასწორი ხელმისაწვდომობისთვის აივ-ის სფეროში აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ ფარგლებში გამართულ გაფართოებულ შეხვედრას დაესწრო.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„სახელმწიფო მზად არის საკუთარ თავზე აიღოს იმ პროგრამების დაფინანსება რაც გლობალ ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მაგალითად მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპია მაისის თვეში სრულდება და მას სრულად სახელმწიფო დააფინანსებს“, - განახადა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის შიდსის პროგრამის მენეჯერმა ქეთი სტვილიამ აღნიშნა, ქვეყანაში შემუშავებულია გარდამავალი პერიოდის გეგმა, რომელშიც გაწერილია შემდგომი ორი წლის განმავლობაში თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ჩართულობა.

„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გლობალ ფონდის პროგრამებიდან გასვლა არ ხდება უცებ და ქვეყანას აქვს შესაძლებლობა 2020 წლამდე ჩაანაცვლოს“, - განაცხადა ქეთი სტვილიამ.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის პროგრამების დაფინანსების ძირითად წყაროს „გლობალ ფონდი“ წარმოადგენს. ასევე, ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს მეტადონით ჩანაცვლებით თერაპია. გარდა აღნიშნულისა ფონდი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან, თუმცა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ფონზე, ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარება ეტაპობრივად მცირდება და დაფინანსებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე გადადის. შეხვედრაზე, გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აივ-ინფექცია-შიდსის მოწყვლადი ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თორმეტზე მეტი ქვეყნიდან.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics