11:40 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 17:36:16, 1152 ნახვა

საზოგადოება
მდინარე მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დაიწყება

მდინარე მტკვრის უპრეცედენტოდ მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები იწყება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,  კომპლექსური ღონისძიებები გატარდება,  რომლის ფარგლებშიც, თბილისის მერიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან.

მათივე ინფორმაციით, მდინარე მტკვარი სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიწმინდება  წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ. განხორციელდება ხეების სხვლა-ფორმირება, ის ხე-მცენარეები კი, რომლებიც გამხმარია, ან მტკვრის ჯებირს აზიანებენ, მოიჭრება.

სამუშაოებში თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, ასევე, შსს-ს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, მათ შორის ალპინისტები ჩაერთვებიან. პროცესის მიმდინარეობისას, დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.

გაწმენდითი სამუშაოები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე განხორციელდება - ორთაჭალის ჰესის მიმდებარედ და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ გზაჯვარედინთან ( რესტორანი „აფხაზეთი“-ს მიმდებარედ).

კომპლექსური ღონისძიებების ციკლი ხვალ, 21 თებერვალს დაიწყება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics