|
2017-01-27 11:53:44, 1276 ნახვა
პოლიტიკა
სანდრა რულოვსი დეპუტატის ხელფასის აღებას უარყოფს
ყოფილი პირველი ლედი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სანდრა რულოვსი მის მიერ დეპუტატის ხელფასის აღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. რულოვსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 2016 წლის 1-ელ დეკემბერს შეუწყდა, უფლებამოსილების შეწყვეტამდე კი ხელფასის სახით გარკვეული ოდენობის თანხა ეკუთვნოდა. რულოვსი აღნიშნავს, რომ ეს თანხა მისი მოთხოვნით საქველმოქმედო ფონდ ააიპ “ბავშვთა ჰოსპისს” გადაერიცხა. „დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მე მივიღე დეპუტატის ხელფასი და დანამატი. ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! მოგეხსენაბათ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა 2016 წლის 18 ნოემბერს და ამავე დღეს საქართველოს პარლამენტში შევიდა ჩემი პირადი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. აღნიშნული საკითხის განხილვა და უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა 2016 წლის 1 დეკემბერს. მოგვიანებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ჩემმა, როგორც დეპუტატის ხელფასმა შეადგინა 1339 ლარი. ჩემი თხოვნით ეს თანხა სრულად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდ ააიპ “ბავშვთა ჰოსპისს”, რომლის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონებავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათზე ზრუნვა. აღნიშნულს ადასტურებს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ჟურნალისტები, რომლებიც მსგავსი ტყუილების ტირაჟირებით არიან დაკავებულები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას და უმჯობესი იქნებოდა გაეშუქებინათ ბავშთა ჰოსპისის საქმიანობა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის განუკურნებელი დაავადების მქონე ბავშვებისათვის“,-წერს რულოვსი.
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)