20:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 16:59:23, 1364 ნახვა

პოლიტიკა
იოჰანეს ჰანი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საქართველო ძალიან მალე მიიღებს

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საქართველო ძალიან მალე მიიღებს, - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის გაფართოების ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ჰანმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლა დაიმსახურეს.

"საქართველოს შეასრულა ყველა პირობა და ამის აღიარება აუცილებლად მოხდება. ქართული მისწრაფებების საპასუხოდ ევროკავშირის ამ მიმოსვლას აუცილებლად დააწესებს. ამ საკითხში ვართ დარწმუნებული და მომავალ 2-3 თვეში უკრაინა და საქართველო აუცილებლად მიიღებენ უვიზო მიმოსვლის უფლებას. მე ამას ვხედავ, როგორც ევროკავშირის ვალდებულებას, რომ შეასრულოს დაპირებები. ჩვენ შევთანხმდით კრიტერიუმებზე და ორივე ქვეყანამ ეს პირობები შეასრულა", - განაცხადა ჰანმა.

ამასთან, ჰანის თქმით, არსებობს უამრავი გზა, რომ საქართველო ევროკავშირს უფრო მეტად დაუახლოვდეს.

"ჩვენ ვხედავთ ევროპაში ქართული ექსპორტის ზრდას. გვავქს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. უკვე ვნახეთ თანამშრომლობის ეფექტი. ყველა ხედავს, რომ არსებობს უამრავი გზა, რომ საქართველო ევროკავშირს უფრო მეტად დაუახლოვდეს", - აღნიშნა ევროკომისარმა.

იოჰანეს ჰანმა ზუსტი თარიღების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ბოლო ეტაპებია გასავლელი.

"ყველაფერი ძალიან რეალისტურად ვითარდება. ბოლო პროცედურებია გასავლელი. უვიზო მიმოსვლამდე 2-3 თვეა დარჩენილი", - განმარტა იოჰანეს ჰანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს 2 თებერვალს უყრის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics