22:02 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 13:44:19, 1019 ნახვა

საზოგადოება
ისრაელიდან საქართველოს 23 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდება

ისრაელში საქართველოს 23 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს. 

არსებული ინფორმაციით, ისრაელში ჩასული საქართველოს მოქალაქეები აეროპორტშივე დააკავეს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქეების დეპორტაცია საქართველოში 26 იანვარს იგეგმება.

"ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ საქართველოს 23 მოქალაქეს უარი უთხრეს ქვეყანაში შესვლაზე. ისინი შესაბამის სადეპორტო დაწესებულებაში არიან მოთავსებული. მათი უკან საქართველოში გამოგზავრება იგეგმება 26 იანვარს. საზღვრის დაცვის სამსახური დაკავებულებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში ოფიციალურ მიზეზად, გონივრული ეჭვი სახელდება, რომ მათ ქვეყანაში არალეგალურად დარჩენა სურდათ. დაკავებულები საკონსულოს არ დაკავშირებიან, თუმცა ინფორმაციის შეშვლის შემდეგ, კონსულმა შესაბამისი წერილით მიმართა ისრაელის მთავრობას, რათა მოქალაქეებს შეხვედროდა", - აცხადებენ უწყებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics