20:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 09:51:24, 1235 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ძალიან დიდ ინტერესს იწვევს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რიგში განიხილება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე უცხოეთში მისი ბოლო ვიზიტი შეაფასა.

„2 მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, ეს იყო  ესპანეთში ვიზიტი და დავოსში ვიზიტი, ესპანეთში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და  სასიხარულოა, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ეს არის გაეროს უწყება, რომლის სათაო ოფისიც გახლავთ მადრიდში, გაიხსნა საქართველოს სახელობის მემორიალური დაფა, ეს არის ძალიან დიდი პატივი და აღიარება იმ უდიდესი წარმატების, რომელიც ქვეყანამ მიიღო ამ მიმართულებით, ჩვენი ძალისხმევაა დაფასებული. ასევე მინდა ვთქვა, ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა პრემიერ-მინისტრთან, ასევე მონარქთან, რომელიც გახლავთ ესპანეთის სახელმწიფო მეთაური და გვქონდა საუბარი არაერთ მიმართულებაზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის. ჩვენ წარდგენილი გვყავს კანდიდატი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე, ეს გახლავთ ჩვენი ელჩი ესპანეთში და ასევე ჩვენი წარმომადგენელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, რომლის მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებითაც არაერთი შეხვედრა გაიმართა. რაც შეეხება დავოსში ვიზიტს, მოგეხსენებათ დღეს არაერთი მნიშვნელოვანი და საინტრესო მოვლენა ხდება, საერთაშორისო მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ამ მოვლენების საქმის კურსში და რჩებოდეს კავშირზე იმ უმნიშვნელოვანეს მეგობრებთან, პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია. ასევე გაიმართა არაერთი შეხვედრა სახელმწიფო მეთაურებთან”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 მან ხაზი გაუსვა  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრას, სადაც აღინიშნა,  რომ ბანკმა  2016 წელს ისტორიულად ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში და  წელს გაზრდას გეგმავენ:

„ ეს კიდევ ერთი რეკორდული წელი იქნება. მათი მოლოდინები არის ძალიან პოზიტიური. მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ძალიან პოზიტიური მოლოდინები დაფიქსირდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტის კრისტიან ლაგარდის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ინვესტორებთან, საქართველო ძალიან დიდ ინტერესს იწვევს და განიხილება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რიგში, როდესაც კომპანიები იხილავენ წარმოების გახსნას ევროპის მიმართულებით, და ამ მიმართულებით არაერთი საინტერესო შეხვედრა გვქონდა, მათ შორის რაც მნიშვნელოვანია, იაპონური კომპანიები წარმოების მიმართულებით ინტერესდებიან საქართველოთი, რაც ძალიან მისასალმებელია. ტურიზმის მიმართულებით, სასტუმროების სექტორის მიმართულებით, საავიაციო კომპანიები ინტერესდებიან საქართველოს ბაზრით, და ა.შ. ვფიქრობთ ამ ვიზიტების შედეგები არაერთგანზომილებიანი იქნება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics