18:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 17:14:10, 1171 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ჩვენი მიზანია შპს „ივანიშვილის საქართველო“ გავაუქმოთ და ქართული სახელმწიფოებრიობა აღვადგინოთ

„დღეს ჩვენს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს შპს „ივანიშვილის საქართველო“,-ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონიდან ჩართვისას ყრილობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა,  რუსი ოლიგარქი მოვიდა, რომელმაც ქართული სახელმწიფოებრიობა გააუქმა და პირად საკუთრებაში გადაიყვანა.

„მოვიდა რუსი ოლიგარქი  და გააუქმა ქართული სახელმწიფოებრიობა და პირად საკუთრებაში გადაიყვანა ის.  აქცია თავის  შპს-დ.  დღეს ჩვენ ქვეყანას არ ჰყავს არც პრეზიდენტი, არც მთავრობა, რომელსაც მოეკითხება რამე, ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთი კაცის ხუშტურებს, ერთი გაუნათლებელი ტლუ,  საქართველოს მტრის პირად ახირებებს და ბოღმას, რომელსაც გადააყოლა საქართველოს განვითარება და წინსვლა. ამის პარალელურად როდესაც ის  ყველაფერს წყვეტს, მისი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე არის ნოლი. ის ძირითად დროს ხან პოლიტიკოსებს ათამაშებს, გაიყვანს პარტიაში,  შემოიყვანს, დანარჩენი დრო ზის თავის  ბრონირებულ აკვარიუმში და ერთობა ზვიგენებთან და ზებრებთან ერთად თამაშით, ხეების გადარგვით და ხანდახან ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნით.

დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაუქმებულია.  ის სახელმწიფო, რომლის შექმნაში ამდენი ოფლი და ჯაფა ჩავდეთ, ის სახელმწიფო აღარ არსებობს.

დღეს ჩვენს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს შპს „ივანიშვილის საქართველო“.  ამიტომ ჩვენი  მიზანი არის ძალიან მკაფიო და ნათელი გავაუქმოთ შპს „ივანიშვილის საქართველო“  და აღვადგინოთ ქართული  სახელმწიფოებრიობა“,-განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics