18:50 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 13:24:16, 1073 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი „გაზპრომზე“: ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ეჭვები არ გვაქვს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ „გაზპრომთან“ საუკეთესო პირობები მიეღო.

როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, საპარლამენტო უმრავლესობას „გაზპრომის“ საკითხზე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კითხვები არ აქვს.

„ჩვენ ვიცით მოლაპარაკება როგორც წარიმართა. ვიცით, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოსთვის საუკეთესო პირობები, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, ამ მოლაპარაკების პროცესში, მიეღო. ჩვენ საჭიროდ არ ჩაგვითვლია კახი კალაძის მოწვევა საქართველოს პარლამენტში ან უმრავლესობის სხდომაზე. ჩვენ ვართ ერთი გუნდის წარმომადგენლები, და არა მხოლოდ ამ საკითხზე, ბევრ საკითხზე გვაქვს ხოლმე შეხვედრები და განხილვა, ეს სრულიად ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრთან და მის მოადგილესთან, ყველა კითხვაზე პასუხები მივიღეთ და არანაირი ეჭვები ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად არ გვაქვს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics