21:02 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 20:28:40, 1411 ნახვა

საზოგადოება
მანდატური, რომელმაც 15 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, დეკემბერში გაათავისუფლეს

იმერეთის რეგიონში მანდატურისა და 15 წლის მოსწავლეს შორის სქესობრივ კავშირს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურშიც ადასტურებენ.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი, რომელმაც 15 წლის სკოლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, დეკემბრის თვეში სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"მომხდარ ფაქტს ვადასტურებთ. ეს ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი ამ ეტაპზე აღარ არის. ის დეკემბერში გაათავისუფლეს. გამოძიება უკვე მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ სოციალური სამსახური უკვე ინფორმირებულია. მანდატურის სამსახურმა არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური დახმარება შესთავაზა", - აცხადებენ მანდატურის სამსახურში.

ამასთან, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მანდატურის სამსახურში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

ცნობისთვის, იმერეთში მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics