18:40 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 12:44:57, 1227 ნახვა

პოლიტიკა
აკაკი ზოიძემ კლინიკების ნაწილს საამქროები უწოდა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ კლინიკების ნაწილს საამქროები უწოდა. ამის შესახებ ზოიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამრთულ შეხვედრაზე განაცხადა. 

როგორც ზოიძემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის კლინიკები პაციენტების ინტერესების საზიანოდ სახელმწიფოდან ფულის გადამუშავებას ემსახურებიან.

„წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ გაჟღრდა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმირების დროა. ამ პროგრამამ ძალიან ბევრ ადამიანს შვება მოუტანა, ბევრი სიკვდილს გადაარჩინა. დღეს უკვე დადგა და დაბრუნდა  იმის გამოცდილება, რომ შეიძლება აღნიშნული პროგრამის სრულყოფა, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში ხდება. მისასალმებელია  ის ფაქტი, რომ ეს იწყება, პაციენტის უსაფრთხოების და სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართულებით. ეს არის ძირითდი ლოზუნგი. დღეს პრობლემებია წამლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით განსაკუთებით მოწყვლადი ჯგუფისთვის და ამ პროგრამის მიზანი იქნება სწორედ აი ამ ნაწილს მივაწოდოთ ეს მომსახურება და ამბულატორიული მედიკამენტები ჩავრთოთ. ეს არ იქნება ერთჯერადი ზომა. პირველ ეტაპზე შევეხებით იმ ოდიოზურ კლინიკებს, კლინიკებს ვერ დავარქმევ  - ეს  არის საამქრო, რომელიც ემსახურება კონკრეტულად საელმწიფოდან ფულის გადამუშავებას. შესაბამისად, მუშაობენ  იმ ადამინების ინტერესებისთვის, რომლებიც ამ საამქროებს ფლობენ და ძალიან ხშირ შემთხვევაში პაციენტების ინტერესებს აზიანებენ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics