16:35 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 14:44:46, 1377 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანის ახლადდანიშნული ელჩი მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლი  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ხაზი გაესვა აქტიურ ხალხთაშორის და რეგიონულ კავშირებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა  ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

თავის მხრივ, დურსუნ გასანოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics