15:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-13 15:29:11, 1956 ნახვა

პოლიტიკა
ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ დაერქვა

საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ სახელწოდება შეეცვალა და  „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ დაერქვა.

ფრაქციას დეპუტატი ელენე ხოშტარია უხელმძღვანელებს. ხოშტარიას ინფორმაცით, ფრაქციას ორი დეპუტატი - ირაკლ აბესაძე და  თენგიზ  გუნავა დაემატა.

„ფრაქციაში ორი წევრი - ირაკლ აბესაძე  და თენგიზ  გუნავა დაგვემატა. მათ დღეს თხოვნით მოგვმართეს, რომ შემოვიდნენ ჩვენს ფრაქციაში. ისინი გაწევრიანდნენ.  გადაწყვეტილება ყველამ ერთად მიიღო“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდის წევრებმა დღეს ფრაქციის სხდომა გამართეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ დაერქვა, ხოლო მის თავმჯდომარედ ნიკა მელიას ნაცვლად, სერგო რატიანი აირჩიეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics