13:35 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 15:46:41, 1002 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა

თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მიხეილ ჯანელიძე თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს აჰმეთ აიდინს და თურქეთის პარლამენტის (დიდი ეროვნული მეჯლისი) წარმომადგენლებს შეხვდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა აღნიშნეს. ამ მიმართულებით, ქართულმა მხარემ ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მიღებული მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლიერება გამოხატა.

ქართულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის ორი ქვეყნის კანონმდებელთა აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის წარმატება აღნიშნეს. აქცენტი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის პირველი ეტაპის დასრულებისა და სამხრეთის დერეფნის ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის მნიშვნელობაზე გაკეთდა.

თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარას ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მიმართ.  

შეხვედრის შემდგომ მინისტრმა თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ერთად 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის ღამეს თურქეთის პარლამენტის შენობის დაზიანებული ნაწილი მოინახულა და მემორიალი ყვავილებით შეამკო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics