13:35 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 13:11:29, 1315 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დაიწყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს დელეგაციამ გვირგვინით შეამკო ათათურქის საფლავი და ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა ათათურქი გახლავთ თურქეთის სახელმწიფოს აღმშენებლობის არქიტექტორი, რომელმაც ნათელი კვალი დატოვა თურქეთის და ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში.

მიხეილ ჯანელიძე თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა „თურქეთის ელჩების მე-9 კონფერენციაში", შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, პრემიერ-მინისტრთან ბინალი ილდირიმთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან და პარლამენტის ვიცე სპიკერთან აჰმეთ აიდინთან. ​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics