13:35 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 19:38:49, 1424 ნახვა

პოლიტიკა
ჩავუშოღლუ: რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, თუმცა საქართველოს შესახებ პოზიციები არ გადაიხედება

თურქეთისთვის რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ანკარა საქართველოს შესახებ პოზიციებს არ გადახედავს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, ელჩების მე-9 კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც საქართველოს მეზობელი ქვეყნის საგარეო მინისტრმა აღნიშნა, რუსეთთან დიალოგი მრავალი კონფლიქტის დარეგულირების საშუალებას იძლევა. თურქეთისთვის რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ითვალისწინებს ანკარას პოზიციის გადახედვას უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მინისტრმა.

სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთთან ერთად სირიის საკითხზე ურთიერთქმედებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თურქეთი ყველა ქვეყნისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად არის დაინტერესებული, რომ სირიაში მშვიდობა იყოს და ანკარა ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ზავი დამყარდეს. 

ამერიკასთან დაკავშირებით ჩავუშოღლუმ იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები მომავალში აღარ გაიმეორებს ადრე დაშვებულ მთელ რიგ შეცდომებს. პირველ რიგში კი, მისი თქმით, თურქეთი იმედოვნებს, რომ აშშ ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებას განახორციელებს.

აქვე, ევროკავშირთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ანკარის მონაწილეობის გარეშე ევროკავშირის ნებისმიერი ნაბიჯი არასრული იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics