14:47 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-05 12:38:10, 1404 ნახვა

საზოგადოება
„ყაზტრანსგაზი“: აბონენტების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მატებაზე გავლენა ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ მოახდინა

კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისში“ ბუნებრივი აირის გადასახადის გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბუნებრივი აირის დანახარჯის გაზრდა მოხმარების გაზრდისგანაა გამოწვეული, რაც  ზამთრის პერიოდში ტემპერატურის კლებას უკავშირდება:

„ჩვენი აბონენტების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გარემო ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ. დეკემბრის თვეში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ნებისმიერ აბონენტს, დაინტერესების შემთხვევსში, შეუძლია თვითონვე დაიანგარიშოს მომხმარებული ბუნებრივი აირის როგორც მოცულობა, ასევე ღირებულება, ხოლო თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ მუშაობაში, შეუძლია მოგვმართოს ჩვენ ცხელ ხაზზე 2 40 40 04“,-ამბობენ კომპანიაში. მათივე თქმით,  გაზის ხარისხზე პასუხისმგებელი   გაზის ტრანსოპრტირების კომპანიაა და  დღეის მდგომარეობით,  ხარისხი სტანდარტებს შეესაბამება.

2016 წლის ბოლო თვეში დედაქალაქის მოსახლეობამ ბუნებრივი აირის დანახარჯის  მკვეთრად გაზრდილი  ქვითრები მიიღო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics