13:48 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-31 10:18:58, 1419 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა, საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით, 200-ზე მეტ ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტ გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახს სურსათი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები, წიგნები, ტკბილეული, საახალწლო საჩუქრები გადასცეს და ახალი წელი მიულოცეს.

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გურჯაანის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრ „Life Line“-საც ეწვივნენ და ცენტრის ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პროდუქტები და საახალწლო საჩუქრები მიუტანეს.

შსს-ს აფხაზეთის  პოლიციის  დეპარტამენტის  თანამშრომლებმა კი დაღუპული პოლიციელების ოჯახები მოინახულეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.

შს სამინისტრო სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას ტრადიციულად, ყოველ წელს ახორციელებს. აღნიშნული აქცია მომავალშიც გააგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics