13:49 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 17:27:41, 1055 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ ქედაში სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა

აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მუნიციპალიტეტის გამგებელთან დავით დუმბაძესთან ერთად  ქედაში სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის არ ამთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სოფელ ნამლისევში ჯუმბერ მალაყმაძის ორსართულიანი საცხოვრებელი 2 სექტემბერს მთლიანად დაიწვა. სოციალურად დაუცველი 3-წევრიანი ოჯახი გამგეობამ იმავე სოფელში ქირით გაიყვანა. აჭარის მთავრობა ოჯახს 10 000 ლარით დაეხმარა. 

ოჯახს დღეს მუნიციპალიტეტის გამგეობამ და პროფკავშირებმა საჩუქრად გაზქურა, სასურსათო პროდუქტები და ტკბილეულის ფუთები გადასცა.

ზურაბ პატარაძემ და დავით დუმბაძემ სოფელ აბუქეთაში ავღანეთის ომის ვეტერანის, პირველი ჯგუფის ინვალიდის ავთანდილ ბერიძის ოჯახიც მოინახულეს და წინასაახალწლოდ თბილი ტანსაცმელი, ტკბილეულობა და სასურსათო ნობათი ადგილზე მიუტანეს.

4 წევრიან ოჯახში 3 ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის. ოჯახს ახალი წელი მიულოცეს და თანადგომა აღუთქვეს. ,,ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ადამიანი და მისი უფლებებია", აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. დავით დუმბაძე ბერიძეების ოჯახს შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურ თანადგომას დაჰპირდა.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics