10:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 18:33:37, 1352 ნახვა

პოლიტიკა
86 მომხრე 9 წინააღმდეგი - პარლამენტმა სესხების ე.წ. ლარიზაციის გეგმა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. ლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტი მიიღო. ინიციატივას 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღმდეგი იყო.

მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებათა პაკეტით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. გარდა ამისა, რეგულირდება ონლაინ-სესხების საპროცენტო განაკვეთი.

აღნიშნული ინიციატივით, ონლაინ-სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედ ზღვარი 100 % არ უნდა აღემატებოდეს.

ცვლილებების ასევე შედის რეკლამის შესახებ კანონშიც, რომლის მიხედვითაც ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას, ასევე ქონების რეალიზაციის, მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირებისას ფასი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში უნდა განისაზღვროს.

კანონის აღნიშნული მუხლის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი- 2000 ლარით. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკურ პირს 1000, ხოლო იურიდიულ პირს 5000 ლარით. გარდა ამისა სესხის შემთხვევაში ყველა საკომისიოს, საპროცენტო სარგებლის, სესხის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის მსესხებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ძირი თანხის ორმაგ ოდენობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics