|
2016-12-28 23:26:50, 1028 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს
მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს და მომავალშიც ასე გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გასული ერთი თვის განმავლობაში, ახლად არჩეულ პარლამენტს ჰქონდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან, სხვადასხვა საკითხზე, სიღრმისეული განხილვები, დისკუსიები შეეხებოდა, როგორც ზოგადად ეკონომიკური განვითარების საკითხებს, ასევე, ლარის კურსს, ყველა აქტუალურ საკითხს, რომელიც დაკავშირებული ქართულ ეკონომიკასთან, საფინანსო სექტორთან. "მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ძალიან აქტიური თანამშრომლობისთვის საქართველოს პარლამენტთან. თქვენ იცით, რომ გასული ერთი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ახლად არჩეული პარლამენტი შეუდგა მუშაობას, ჩვენ გვქონდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საპარლამენტო ფორმატში, სწორედ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ძალიან სიღრმისეული განხილვები, დისკუსიები შეეხებოდა, როგორც ზოგადად ეკონომიკური განვითარების საკითხებს, ასევე, ლარის კურსს, ყველა აქტუალურ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ქართულ ეკონომიკასთან და საფინანსო სექტორთან. ასეთი თანამშრომლობა ეკონომიკურ გუნდთან კიდევ გაგრძელდება. საუბარი იყო უმცირესობის ფორმატში კიდევ ერთ შეხვედრაზე. ამასთან დაკავშირებით რამდენადაც ვიცი, ითქვა პოზიცია ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების მხრიდან. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა შედგება უმცირესობის მოთხოვნის საფუძველზე, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება კონსულტაციები პარლამენტსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორი",-აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)