09:42 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 17:11:45, 1864 ნახვა

პოლიტიკა
მედიაჰოლდინგი „იმედი“ „მაესტროსა“ და GDS-ის შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მედიაჰოლდინგი „იმედი“ „მაესტროსა“ და „GDS-ის“ შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მაესტრო“ მედიაჰოლდინგის საკუთრებაში ოფიციალურად 2017 წლის იანვრიდან შევა, ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით კი, მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.

"მედიაჰოლდინგი "იმედი" მოხარულია გაცნობოთ, რომ ჩვენი მოლაპარაკებები ტელეკომპანია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია "მაესტრო" გახდება ჰოლდინგის "იმედის" შემადგენელი ნაწილი.

ასევე დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ეს გარიგებაც წარმატებით დასრულდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება Georgian Dream Studio-ს, რომელიც დარჩება მისი დრევანდელი მფლობელის საკუთებაში. იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ მედიაჰოლდინგი "იმედი" ტელემაყურებელს შესტავაზებს განახლებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სატელევიზიო არხებს, რომლებიც უპასუხებენ მაყურებელთა ფარტო სპექტრის მოთხოვნებს.

გვჯერა რომ, გამოცდილი პროფესიონალების გაერთიანებული გუნდი და განახლებული მენეჯმენტი ღირსეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მედია სივრცეს განვითარებაში.

ვსარგებლობთ ამ უნიკალური შესაძლებლობით და გილოცავთ დამდეგ 2017 წელს, რომელიც აუცილებლად იქნება განახლების, წარმატებისა და პოზიტიური ცვლილებების მომტანი ჩვენი საზოგადოებისთვის.

გმადლობთ ერგულებისთვის, აქ იმედია!", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს მედიაჰოლდინგ „იმედის“ მფლობელი ინა გუდავაძე აწერს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics