09:42 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 00:31:39, 1282 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა უნდა გამარტივდეს

პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება თითქმის შეუძლებელია, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ეწინააღმდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლი საკონსტიტუციო კომისიის მსჯელობის ერთ-ერთი საგანი უნდა იყოს. მისივე განცხადებით, როგორც საპარლამენტო სისტემისთვის, ისე ნახევრად საპრეზიდენტო სისტემისათვის დამახასიათებელი მოვლენაა ის, რომ პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში, ძალიან მარტივად, რამდენიმე დღიანი პროცედურის საფუძველზე უცხადებს მთავრობას უნდობლობას.

​ ”საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლი საკონსტიტუციო კომისიის მსჯელობის ერთ-ერთი საგანი უნდა იყოს. ვენეციის კომისიის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე, კრიტიკული შენიშვნა სწორედ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ეხებოდა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება თითქმის შეუძლებელია, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ეწინააღმდება. როგორც საპარლამენტო სისტემისთვის, ისე ნახევრად საპრეზიდენტო სისტემისათვის დამახასიათებელი მოვლენაა ის, რომ პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში, ძალიან მარტივად, რამდენიმე დღიანი პროცედურის საფუძველზე უცხადებს მთავრობას უნდობლობას. სწორედ ასეთი სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული პროცედურა საქართველოს კონსტიტუციაშიც. არსებობს კლასიკური მოდელები როგორც კონსტრუქციული ვოტუმის, ისე არაკონსტრუქციული ვოტუმის. შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ რომელიმე კლასიკური მოდელით. ასეთ პირობებში ძალიან მარტივად შეიძლება განვსაზღვროთ უნდობლობის ვოტუმის ოპტიმალური მოდელი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics