08:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 18:10:22, 1203 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაზე: სია საკმაოდ დაბალანსებული და ოპტიმალურია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა საკმაოდ დაბალანსებულია.

როგორც დეპუტატმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ადამიანებს, რომლებიც სიაში ვერ მოხვდნენ, საშუალება აქვთ, კომისიას თავიანთი წინადადებებით და მოსაზრებებით მიმართონ.

„უპირველეს  ყოვლისა ვფიქრობ, რომ შემადგენლობა საკმაოდ დაბალანსებულია. თუმცა ვისაც გული დაწყდა, რომ არ არის სიაში  და სურვილი აქვს, რომ იყოს ჩართული ამ პროცესებში სრული უფლება და საშუალება აქვთ, რომ კომისიას  მათი წინადადებებით, მოსაზრებებით მიმართონ და აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ არ დარჩება მათი მომართვები უყურადღებოდ“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებას, რომელიც კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს, გია ვოლსკი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უსუფაშვილის განმარტება საკმაოდ დამაჯერებელია.

„რაც შეეხება დავით უსუფაშვილის ჩართულობას, ვფიქრობ თავად დავითის განმარტება საკმაოდ დამაჯერებლად ჯღერს.  თუმცა ამავე დროს ვახტანგ ხმალაძე, ადამიანი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე  იდგა კონსტიტუციური ცვლილებების, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების პროცესის სამსახურში, მიუხედავად მისი პარტიულობისა, ალბათ    გარკვეულწილად მატარებელი  იქნება  იმ მოსაზრებების, რომელიც მის თანაპარტიელს დავით უსუფაშვილს და სხვა თანაპარტიელებს გააჩნიათ.  ასე რომ, კომისიის ბალანსის მხრივ ვფიქრობ, რომ ეს შემადგენლობა ოპტიმალურია“,-დასძინა  გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დაასახელა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics