08:00 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 16:34:58, 1107 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი კენჭისყრისთვის ევროპარლამენტს გადაეგზავნება

ევროკავშირის საბჭოს მუმდივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) 13 დეკემბერს ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დაადასტურა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ვიზალიბერალიზაციისა და "შეჩერების ახალი მექანიზმის" ამოქმედება ერთდრიულად უნდა მოხდეს.

ერვოკავშირის საბშოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტ კალინიაკის განცხადებით, საბჭომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისადმი ძლიერი მხარდაჭერა აჩვენა.

"ვროკავშირის თავმჯდომარეს სჯერა, რომ სანდო რეფრმების გზა სწორია და უნდა იყოს წახალისებული. შეჩერების მექანიზმის ბოლო განახლებამ მოგვცა ახალი იმპულსი იმ ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებში, რომლებმაც ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილეს. ამავე დროს, შეჩერების მექანიზმის განახლებული ვერსია დაგვეხმარება, , რომ ეს ქვეყნები აღნშნულ კრიტერიუმებს კვლავ აკმაყოფილებდნენ", - განაცხადა კალინიაკმა.

ამასთან, როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, მუმდივ წარმომადგენელთა კომიტეტის დადასტურების შემდეგ, რეგულაცია ევროპარლამენტს წარედგინება, სადაც პირველი მოსმენით კენჭისყრა გაიმართება, შემდეგ კი საბჭოს დასამტკიცებლად დაუბრუნდება.

არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს სავარაუდოდ 2 თებერვალს განიხილავენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics