07:17 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 14:06:34, 978 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს ვლადიმერ მაკეის შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ბელარუსს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მათივე ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობა.

გიორგი მარგველაშვილმა ვლადიმერ მაკეის საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნა მიულოცა და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის, ადგილზე დიპლომატიური წარმომადგენლობის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საუბარი  ასევე შეეხო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს ბელარუსის რესპუბლიკაში, რომელიც მომავალ წელს იგეგმება.

მხარეებმა რეგიონში შექმნილი ვითარებაც განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსიის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო.

თავის მხრივ, ვლადიმერ მაკეიმ ქვეყნის პირველ პირს ბელარუსის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.   

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტისა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics