06:30 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 21:22:48, 1182 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია თურქეთის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ზაქი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემები თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები იყო.

ლევან იზორიამ სტამბოლში მომხდარი აფეთქებების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. მან თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მთავრობასა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

თავდაცვის მინისტრმა რეგიონულ ფორმატში თურქეთთან ორმხრივი, ასევე საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. „თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროცესში. თურქეთი ამ მიმართულებით დღესაც აქტიურობს. ჩვენ მოვამზადეთ შეიარაღებული ძალების განვითარების გეგმა, რომელშიც თურქეთსაც აქვს მონაწილეობისა და საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის განმტკიცების საკითხი, რომელიც თავდაცვის სფეროში საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს.
აზერბაიჯანში ვიზიტისას შევხვდები ქვეყნის პირველ პირებს; განხილვის ერთ-ერთი თემა სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის კიდევ უფრო გაძლიერება იქნება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის, ასევე უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესისთვის სამხედრო განათლებისა და თავდაცვის სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარების კუთხით თურქეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრას თურქეთის თავდაცვის ატაშეს მოვალეობის შემსრულებელი მაიორი მერთ ოზოვერი დაესწრო.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics