2016-12-15 13:36:49, 1244 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არც უშიშროების საბჭოს მდივანი ჩაერთვება
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება.
როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო.
„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის არც ერთი წარმომადგენელი, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანი, არ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან