2016-12-14 20:28:55, 1810 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
102 ხმით 10-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
მომავალი წლის ქვეყნის ფინანსური დოკუმენტი საერთო ჯამში 11 მილიარდ 457 მილიონ ლარს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.
ცნობისთვის, 2017 წლის ბიუჯეტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "პატრიოტთა ალაინსმა" მხარი არ დაუჭირეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან