04:46 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 14:07:22, 1056 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) წარმომადგენელს ლაილა ომარ გადს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, კერძოდ, ასოცირების შესახებ  შეთანხმებისა და 2017-2020 წლებისთვის ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელების პროცესში გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებას ისეთ კონკრეტულ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ასევე, განიხილეს უახლოეს მომავალში ბავშვთა უფლებების საკითხებზე ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან შესახვედრად ევროპარლამენტში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შესაძლებლობა.

ლაილა ომარ გადმა ვიქტორ დოლიძეს შესთავაზა ქ. ბრიუსელში გაეროს ბავშვთა ფონდის ადგილობრივ დირექტორთან შეხვედრა, რაც საშაულებას მისცემს მხარეებს განიხილონ საქართველოში სხვა დახმარების პროგრამების განხორციელების საკითხი.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან კონკრეტული წარმომადგენლის (focal person) გამოყოფაზე, რომელიც იმუშავებს როგორც ბავშთა ფონდის, ისე, გაეროს სხვა ოფისების წარმომადგენლებთან.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics