2016-12-08 11:03:10, 1128 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ჰამბურგში მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვა
ჰამბურგში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 23-ე შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს დელეგაცია მიიღებს, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა მინისტრთა საბჭოს პლენალურ სხდომაზე.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის მინისტერიალში, დაგეგმილია შეხვედრები ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ეუთო-ს ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და კოლეგა მინისტრებთან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან