20:48 - 01 May, 2026
|
2016-12-04 15:29:44, 1117 ნახვა
საზოგადოება
თამარ მეფის ხიდთან ავტომობილი მტკვარში გადავარდა
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს ავტომობილი მტკვარში გადავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ერთმანეთს BMW-სა და Mitsubishi-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. დარტყმის შედეგად პაჯერომ დამცავი ბეტონის ჯებირი გაარღვია და მტკვარში გადავარდა. ამასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველებმა მანქანა მდინარიდან უკვე ამოიყვანეს. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და თავს კარგად გრძნობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)