|
2016-12-04 12:07:49, 1040 ნახვა
საზოგადოება
გიორგი აბაშიშვილი: ჩვენი სურვილია, რომ ფერეიდნელი ქართველების პროექტი გაგრძელდეს და მასში გოგონებიც ჩაერთონ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ფერეიდნელი ქართველებისათვის ქართული ენისა და ქართული ხალხური მუსიკის შემსწავლელი პროექტის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. პროექტს "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI'' ახორციელებდა, რომლის ფარგლებშიც ფერეიდნიდან ჩამოსულმა ქართველმა ახალგაზრდებმა შეისწავლეს და დახვეწეს ქართული ენა, დაეუფლნენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. პროექტი ახალგაზრდებისათვის ქვეყნის მასშტაბით, ექსკურსიების მოწყობას და საქართველოს ისტორიული ძეგლების გაცნობასაც ითვალისწინებდა. როგორც გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, "ამ ეტაპზე პროექტით სარგებლობის საშუალება მხოლოდ ვაჟებს აქვთ, მხოლოდ მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. ჩვენი სურვილია, სამომავლოდ ამ პროექტში გოგონებიც ჩაერთონ და ფერეიდნიდან ისტორიულ სამშობლოში ჩამოსვლის საშუალება მიეცეთ'', - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. პროექტის შემჯამებელ შეხვედრაზე ფერეიდნელმა ახალგაზრდებმა ის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში შეისწავლეს. პროექტის მონაწილე 12 ფერეიდნელ ქართველს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)